Imeretian wine Challenge 2024-ზე წარდგენილი იყო მხოლოდ 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშებისაგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული ღვინოები. კონკურსის ჟიურინის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი ღვინის ექსპერტები: ვლადიმერ კუბლაშვილი, თამარ იმედაძე, თინათინ ჯაჯანიძე, გიორგი სამანიშვილი, საბა ქიტიაშვილი, ქეთევან ჯურხაძე, რობერტ ჯოზეფი (ბრიტანეთი), ტომას ბრენდლი (გერმანია), დავიდე ბარტონე (იტალია), მეთიუ ჰორკეი (ამერიკა), ირინა ძიანჩენკოვა (უკრაინა).
კონკურსი, რომელიც DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა, მიზნად ისახავს იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად, იმერეთის როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის პოპულარიზაციას.
]]>ახლო მომავალში, მეღვინეობა ფერაძე სტუმრებს ბევრ სიახლეს და ახალ სერვისებს შესთავაზებს, მათ შორის საწარმოს ტერიტორიაზე ღვინის ტურების, დეგუსტაციებისა და სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვის კუთხით. ადგილზე მოეწყობა ღვინის მაღაზიაც, სადაც წარმოდგენილი იქნება მეღვინეობა ფერაძის პროდუქციის სრული ასორტიმენტი.
აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმო აერთიანებს ოთხ სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეს:
მეღვინეობა, ამჟამად 15 სახეობის ღვინოს აწარმოებს და მის რეალიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთის ბაზარზე წარმატებით ახორციელებს.
]]>