Notice: ფუნქცია Elementor\Core\Experiments\Manager::warn_removed_or_hidden_dependency გამოძახებულია არასწორად. Feature mega-menu depends on hidden experiment nested-elements. გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.3.5 ვერსიიდან.) in /home/peradze/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
4 ოქრო და პრიზი კონკურსის საუკეთესო თეთრი ღვინო – ფერაძის ღვინოების მორიგი წარმატება – ფერაძის მეღვინეობა

სიახლეები

იმერული ღვინის კონკურსზე Imeretian wine Challenge 2024 მეღვინეობა ფერაძის ოთხმა ღვინომ – ცოლიკოური 2022 (მუხა), ცოლიკოური 2023, კრახუნა ქვევრის 2022, კრახუნა 2023 – ოქროს მედლები დაიმსახურა. ამასთან, ცოლიკოური 2023 კონკურსის საუკეთესო თეთრ ღვინოდ აღიარეს. გამარჯვებულთა დაჯილდოვების ღონისძიება 2 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

Imeretian wine Challenge 2024-ზე წარდგენილი იყო მხოლოდ 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშებისაგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული ღვინოები. კონკურსის ჟიურინის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი ღვინის ექსპერტები: ვლადიმერ კუბლაშვილი, თამარ იმედაძე, თინათინ ჯაჯანიძე, გიორგი სამანიშვილი, საბა ქიტიაშვილი, ქეთევან ჯურხაძე, რობერტ ჯოზეფი (ბრიტანეთი), ტომას ბრენდლი (გერმანია), დავიდე ბარტონე (იტალია), მეთიუ ჰორკეი (ამერიკა), ირინა ძიანჩენკოვა (უკრაინა).

კონკურსი, რომელიც DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა, მიზნად ისახავს იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად, იმერეთის როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის პოპულარიზაციას.

Get in touch with us

Add Your Heading Text Here